,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის” ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №709
2008 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის” ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ
1. ,,სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი კრედიტის” ,,ექსპორტის წახალისებისა” და ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილების 51 მუხლის საფუძველზე, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურისტულ სექტორში მომუშავე საწარმოების მხარდასაჭერად, რომელთაც ქვეყანაში მომხდარი საომარი მოქმედებების გამო ტურისტული სეზონის დროს შეექმნათ პრობლემები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული ,,რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების” ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი – 26 20 02) გამოეყოთ სესხი:
ა) სამეწარმეო ამხანაგობა ნინო ანანიძე და სხვა“ – 52 000 (ორმოცდათორმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 247 009 259);
ბ) სამეწარმეო ამხანაგობა „ენვერ ლაზიშვილი და სხვები“ – 51 000 (ორმოცდათერთმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 247 009 268);
გ) ინდმეწარმე „ნუნუ ცეცხლაძე“ – 100 000 (ასი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 983 128);
დ) ინდმეწარმე „გელა აფაქიძე“ – 100 000 (ასი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 976 608);
ე) ინდმეწარმე „გოჩა ცენტერაძე“ – 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 998 657);
ვ) ინდმეწარმე „თამაზ გოგიბერიძე“ – 33 000 (ოცდაცამეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 994 535);
ზ) ინდმეწარმე „ქეთევან კაკალაძე“ – 31 000 (ოცდათერთმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 147 008 403);
თ) ინდმეწარმე „ბალაძე ბიჭიკო“ – 29 000 (ოცდაცხრა ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 976 662);
ი) ინდმეწარმე „რამაზ ბოლქვაძე“ – 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 61 006 012 052).
2. სესხი გაიცემა 5 წლის ვადით.
3. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი იქნება 8 პროცენტი.
4. პროცენტის დარიცხვა მოხდება სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყება 2 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი ორი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება 25-60 თვეებზე განაწილებით.
5. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყება მისი გაცემიდან 2 წლის გასვლის შემდეგ.
6. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდება ყოველთვიურად.
7. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან/და მეორე რიგის გირავნობით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიითა და მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით).
8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები და გასცეს სესხი.
9. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.
10. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი გ. ბარამიძე