„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№755
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 19/11/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №755

2008 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ

1. „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურ­ნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონის­ძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარ­ტის №75 დადგენილების 51 მუხლის საფუძველზე, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის ტურისტულ სექტორში მომუშავე საწარ­მოების მხარდასაჭერად, რომელთაც ქვეყანაში საომარი მოქ­მედებების გამო ტურისტული სეზონის დროს შეექმნათ პრობ­ლემები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო­სათვის ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვა­ლისწი­ნებული „რეგი­ო­ნალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი – 26 20 02) გამოეყოთ სესხი:

ა) სამეწარმეო ამხანაგობა „გოჩა მჟავანაძე და სხვები“ – 56 000 (ორმოცდათექვსმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 247 009 393);

ბ) სამეწარმეო ამხანაგობა „ბადრი ბალაძე და სხვები“ – 28 300 (ოცდარვა ათას სამასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 247 009 348);

გ) სამეწარმეო ამხანაგობა „ნანა კაკალაძე და სხვები“ – 28 000 (ოცდარვა ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 247 009 295);

დ) სამეწარმეო ამხანაგობა „ჯემალ სტამბოლიშვილი და სხვა“ – 26 500 (ოცდაექვსი ათას ხუთასი) ლარი (საიდენ­ტიფიკაციო ნომერი – 247 009 375);

ე) სამეწარმეო ამხანაგობა „მარინა ჯობავა და სხვები“ – 24 600 (ოცდაოთხი ათას ექვსასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 247 009 384);

ვ) სამეწარმეო ამხანაგობა „იზოლდა დადიანი და სხვები“ – 23 500 (ოცდასამი ათას ხუთასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 247 009 320);

ზ) სამეწარმეო ამხანაგობა „ცისანა ბაკურიძე და სხვები“ – 23 000 (ოცდასამი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 247 009 357);

თ) სამეწარმეო ამხანაგობა „კახაბერ რომანაძე და სხვები“ – 21 000 (ოცდაერთი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 247 009 339);

ი) სამეწარმეო ამხანაგობა „ბადრი ღლონტი და სხვა“ – 20 500 (ოცი ათას ხუთასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 247 009 311);

კ) ინდივიდუალური მეწარმე „მალხაზ ზოიძე“ – 95 000 (ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 975 404);

ლ) ინდივიდუალური მეწარმე „კუტუბიძე ნუგზარი“ – 32 000 (ოცდათორმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 980 238);

მ) ინდივიდუალური მეწარმე „ზურაბ ბერაძე“ – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 146 995 856);

ნ) ინდივიდუალური მეწარმე „მედეა მეგრელიძე“ – 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 147 001 927).

2. სესხი გაიცემა 5 წლის ვადით.

3. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკ­ვეთი იქნება 8 პროცენტი.

4. პროცენტის დარიცხვა მოხდება სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა დაიწყება 2 წლის გასვლის შემდეგ. ამას­თან, პირველი ორი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება 25-60 თვეებზე განაწილებით.

5. სესხის ძირითადი თანხის გადახდა დაიწყება სესხის გაცე­მიდან 2 წლის გასვლის შემდეგ.

6. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხ­დება ყოველთვიურად.

7. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან/და მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან/და მეორე რიგის გირავნობით, მაღალ­რეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიითა და მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწ­მობით (პოლისით).

8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობე­ბის შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები და გასცეს სესხი.

9. განკარგულების შესრულების კონტროლი განა­ხორ­ციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინის­ტრმა ე. შარაშიძემ.

10. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი