სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №129
2009 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის„ პროგრამის ფარგლებში შერჩეულ საწარმოთა ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ
1. „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ დამტკიცებასა და მის შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის №31 დადგენილების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებული „იაფი კრედიტის“ პროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი – 24 14) გამოეყოთ სესხი:
ა) შპს „DORUK NUT and FOOD COMPANY“ – 555 000 (ხუთას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 245 606 090);
ბ) ინდივიდუალური მეწარმე „ეთერ ცხადაია“ – 119 000 (ას ცხრამეტი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 19 001 059 691);
გ) ინდივიდუალური მეწარმე „ილია ნასყიდაშვილი“ – 200 000 (ორასი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 117 993 519);
დ) შპს „ფლამინგო“ – 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 217 887 133);
ე) ინდივიდუალური მეწარმე „თემური გიგაშვილი კერა“ – 120 000 (ას ოცი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 117 882 452);
ვ) შპს „არტ+2007“ – 100 000 (ასი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 212 900 360);
ზ) შპს „მამონტი“ – 100 000 (ასი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 243 855 556);
თ) შპს „ზზტ“ – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 218 081 947);
ი) ინდივიდუალური მეწარმე „ლევან სვანაძე“ – 60 000 (სამოცი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 137 092 009);
კ) კოოპერატივი „დინასტია“ – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 218 053 629);
ლ) ინდივიდუალური მეწარმე „ლალი ტაბატაძე“ – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი (საიდენტიფიკაციო ნომერი – 143 879 140).
2. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში სესხი გაიცემა 7 წლის ვადით, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 5 წლის ვადით.
3. სესხით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში იქნება 9 პროცენტი, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში – 7 პროცენტი, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 8 პროცენტი.
4. პროცენტის დარიცხვა მოხდება სესხის გაცემისთანავე, ხოლო მისი გადახდა პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში დაიწყება 1 წლის გასვლის შემდეგ, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 2 წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში პირველი ერთი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება 13-24 თვეებზე განაწილებით, „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში პირველი ორი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდება 25-36 თვეებზე განაწილებით, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 25-60 თვეებზე განაწილებით.
5. სესხის ძირითადი თანხის გადახდა პირველი პუნქტის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სესხის შემთხვევაში დაიწყება სესხის გაცემიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, ყველა დანარჩენ შემთხვევაში – 2 წლის გასვლის შემდეგ.
6. სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდება ყოველთვიურად.
7. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველი ან მეორე რიგის იპოთეკით, პირველი ან მეორე რიგის გირავნობით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით და მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით).
8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხის დოკუმენტური მონიტორინგი.
9. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ლ. ჟვანიამ.
10. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური