სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „ექსპორტის წახალისებისა“ და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების ფარგლებში შერჩეული საწაროების ნუსხის დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №467
2008 წლის 9 ივლისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა“და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამების ფარგლებში შერჩეული საწაროების ნუსხის დამტკიცებისა და სესხების გამოყოფის შესახებ
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“„ექსპორტის წახალისებისა“და „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამების დამტკიცებასა და მათ შესრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 მარტის №75 დადგენილების საფუძველზე:
1. დამტკიცებულ იქნეს „იაფი კრედიტი“– სახელმწიფო პროგრამაში გამარჯვებული შემდეგი საწარმოების ნუსხა:
ა) შპს „ხილის კომპანია ნარინჯი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 245 540 384);
ბ) შპს „ნეოფარმი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 211 340 930);
გ) შპს „ციტრო ჩაი აჭარა 2006“(საიდენტიფიკაციო ნომერი: 248 427 411);
დ) შპს „LS&TI“(საიდენტიფიკაციო ნომერი: 212 865 194);
ე) შპს „ლადო მინდიაშვილის სახელობის მხატვრის სახლი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 245 427 541);
ვ) ინდივიდუალური საწარმო „მანანა ბოლქვაძე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 61 006 035 553);
ზ) ინდივიდუალური საწარმო „მირზა ებრალიძე“(საიდენტიფიკაციო ნომერი: 145 554 860);
თ) ინდივიდუალური საწარმო „ავთანდილ მესხი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 61 009 004 646);
ი) ინდივიდუალური საწარმო „თემურ ბოლქვაძე“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 148 393 636).
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „ექსპორტის წახალისების“ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი - 26 20 01) გამოეყოთ სესხი:
ა) შპს „ხილის კომპანია ნარინჯს“1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
ბ) შპს „ნეოფარმს“200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ქვეპროგრამის ასიგნებიდან (ორგანიზაციული კოდი: 26 20 02) გამოეყოთ სესხი:
ა) შპს „ციტრო ჩაი აჭარა 2006“-ს 38 500 (ოცდათვრამეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
ბ) შპს „LS&TI“-ს 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
გ) შპს „ლადო მინდიაშვილის სახელობის მხატვრის სახლს“20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
დ) ინდივიდუალურ საწარმოს „მანანა ბოლქვაძეს“ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
ე) ინდივიდუალურ საწარმოს „მირზა ებრალიძეს“ 24 500 (ოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
ვ) ინდივიდუალურ საწარმოს „ავთანდილ მესხს“ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;
ზ) ინდივიდუალურ საწარმოს „თემურ ბოლქვაძეს“ 59 000 (ორმოცდაცხრამეტი ათასი) ლარის ოდენობით, 5 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით.
4. პროცენტის დარიცხვა მოხდეს სესხების გაცემისთანავე, ხოლო მათი გადახდა დაიწყოს ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამასთან, პირველი წლის განმავლობაში დარიცხული პროცენტის გადახდა მოხდეს 13-24 თვეებზე განაწილებით.
5. სესხების ძირითადი თანხის გადახდა დაიწყოს სესხების გაცემიდან 12 თვის გასვლის შემდეგ.
6. სესხების ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა მოხდეს ყოველთვიურად.
7. სესხები გაიცეს მიმღებების მიერ სესხის უზრუნველყოფის წარმოდგენის შემდეგ. სესხის უზრუნველყოფა დასაშვებია პირველადი იპოთეკით, მაღალრეიტინგული კომერციული ბანკების გარანტიით, მაღალრეიტინგული სადაზღვევო კომპანიების სადაზღვევო მოწმობით (პოლისით) ან პირველადი გირავნობით.
8. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად გააფორმოს სესხის ხელშეკრულებები, გასცეს სესხი და მოახდინოს გაცემული სესხების დოკუმენტური მონიტორინგი.
9. სესხების მიმღებებმა უზრუნველყონ პროექტების თანადაფინანსება (თანამონაწილეობა).
10. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ე. შარაშიძემ.
11. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე