შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№544
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016924
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №544

 2014 წლის 2 აპრილი

 ქ. თბილისი

შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

    1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) წინაშე დაისვა საკითხი საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის (ქ. თბილისი, გორგასალის ქ. №24) ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების და კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით.

    2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემულმა შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიამ“ (შემდგომში – კომპანია) უზრუნველყოს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების და მასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის შესყიდვა.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვა კომპანიამ განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 ივნისის №554 და 2013 წლის 21 ივნისის №599 განკარგულებების საფუძველზე კომპანიასა და შპს „არტესს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (№გ.შ.გან.554/599) ფარგლებში შპს „არტესის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფმა“ უზრუნველყო ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით №FRI/13-027767 გათვალისწინებული 422 500 ლარის ჩარიცხვა კომპანიისათვის.

  5. ამ განკარგულების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისა და კომპანიის ფუნქციონი­რებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება განხორციელდეს ამ განკარგულების მე‑4 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში.

 6. საქართველოს მთავარი პროკურატურისა და კომპანიის თანამშრომლების ერთობლივი მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ამ განკარგულების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებ­ისათვის საჭირო პროცედურების დაგეგმვას და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციების შერჩევას.

  7. ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების   დასრულების შემდეგ, კომპანიამ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოს პროკურატურისთვის პროკურატურის ადმინისტრაციული შენობის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციისა და შესრულებული სამუშაოების გადაცემის უზრუნველსაყოფად.

 

    პრემიერ-მინისტრი                       ირაკლი ღარიბაშვილი