„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლაბეი დეველოპმენტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 მაისის №19/05/03 განკარგულებისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ლაბეი დეველოპმენტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1813
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019860
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1813

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლაბეი დეველოპმენტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 მაისის №19/05/03 განკარგულებისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და  შპს „ლაბეი დეველოპმენტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლაბეი დეველოპმენტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 მაისის №19/05/03 განკარგულების მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:

ა) ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. №31-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.14.012.043) არანაკლებ 70 (სამოცდაათი) ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში  შემდეგი ეტაპების მიხედვით:

ა.ა) მშენებლობის ნებართვის მიღება შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში;

ა.ბ) მშენებლობის დაწყება შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 (რვა) თვის ვადაში;

ა.გ) სასტუმროს მშენებლობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 24 (ოცდაოთხი) თვის განმავლობაში.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამავე პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლაბეი დეველოპმენტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 მაისის №19/05/03 განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ნაცვლად, შპს „ლაბეი დეველოპმენტმა“ წარმოადგინოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების ვადას.

3. შპს „ლაბეი დეველოპმენტი“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ლაბეი დეველოპმენტს“ შორის, 2011 წლის 20 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.2.3 მუხლით, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების ამავე განკარგულების საფუძველზე გასაფორმებელი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) თვის ვადაში შესრულების პირობით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                             ი. ღარიბაშვილი