„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის №02/04/03 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1812
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019859
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1812

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის №02/04/03 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის №02/04/03 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტისგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:

ა)     ქ. ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩა №48-ში მდებარე 1094 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა (ამორტიზირებული), ს/კ: №64.03.10.026) არანაკლებ 10 (ათი)-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში, შემდეგი ეტაპების მიხედვით:

ა.ა)  მშენებლობის ნებართვის მიღება შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში;

ა.ბ)  სასტუმროს მშენებლობის დასრულება, ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში;

ბ)    ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში არანაკლებ 400 000 (ოთხასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

2. ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველყოფის მიზნით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2 აპრილის №02/04/03 განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის ნაცვლად, შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალმა“ წარადგინოს არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ვადას.

3. შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალი“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ვოლდფაუნდ უნივერსალს“ შორის, 2012 წლის 3 აპრილს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.2.2 და 5.2.4 მუხლების შესაბამისად დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების ამავე განკარგულების საფუძველზე გასაფორმებელი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში შესრულების პირობით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                       ირაკლი ღარიბაშვილი