„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენგური 2006-ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/06 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ნიუ ქონსთრაქშენის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №649
2015 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენგური 2006-ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/06 განკარგულების აგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ნიუ ქონსთრაქშენის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენგური 2006-ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/06 განკარგულები ს მეორე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული, შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
„ა) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენგური 2006-ისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/06 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა, ამ პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან თოთხმეტი თვის ვადაში;
ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასტუმროს მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შეყვანის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ენგური 2006-ს“ შორის, 2012 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 4 000 000 (ოთხი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება, აქედან არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება, ამ პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებიდან თოთხმეტი თვის განმავლობაში.“.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ნიუ ქონსთრაქშენი“ გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ენგური 2006-ს“შორის, 2012 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან (გარდა, 336 521 (სამას ოცდათექვსმეტი ათას ხუთას ოცდაერთი) ლარისა) იმ პირობით, რომ შპს „ნიუ ქონსთრაქშენი“ შეასრულებს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „ნიუ ქონსთრაქშენმა“ (ს/კ: №202310953) წარადგინოს 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 4 (ოთხი) თვით უნდა აღემატებოდეს ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადას.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი