ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას და, მეორე მხრივ, „Egis International“-სა და „Orex-Loisirs“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის თანხის გამოყოფისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №1998
2011 წლის 13 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას და, მეორე მხრივ, „Egis International“-სა და „Orex-Loisirs“-ს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის თანხის გამოყოფისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
1. ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას და, მეორე მხრივ, „Egis International“-სა და „Orex-Loisirs“-ს შორის გაფორმდეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე.
2. მოწონებულ იქნეს , ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას და, მეორე მხრივ, „Egis International“-სა და „Orex-Loisirs“-ს შორის გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტი.
3. ამ განკარგულების მე‑2 პუნქტში მითითებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების მე‑2 პუნქტში მითითებული მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
5. „Egis International“-სა და „Orex-Loisirs“-ის საქმიანი რეპუტაციის, მათი ცნობადობისა და მომსახურების ხარისხის გათვალისწინებით, აღნიშნული კომპანიები გათავისუფლ დნ ენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან.
6. „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანების მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით დადგინდეს აღნიშნული ბრძანების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისაგან განსხვავებული პირობები.
7. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, განკარგულების მე‑2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2011‑2012 წლებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდის მიზნით თანხის გამოყოფა.
8. განკარგულების შესრულების კონტროლი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელონ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური