„წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1982 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №496
2013 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1982 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „წყალტუბოს მუნიციპალიტეტისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1982 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წყალტუბოს მუნიციპალიტეტს გამოუყოს 189 700 (ას ოთხმოცდაცხრა ათას შვიდასი) ლარი, საიდანაც:
ა) 127 443 (ას ოცდაშვიდი ათას ოთხას ორმოცდასამი) ლარი მიიმართოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მშენებარე იძულებით გადაადგილებულ პირთა 35 ინდივიდუალური სახლის გარე კომუნიკაციებთან მიერთების (ელექტროენერგია, კანალიზაცია, წყალმომარაგება), საჯარო რეესტრში დარეგისტრირების, შიდა კვარტალური გზების მოასფალტების, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაციისათვის;
ბ) 62 257 (სამოცდაორი ათას ორას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი მიიმართოს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ფარგლებში რეაბილიტირებული შენობებისათვის გარკვეული სამუშაოების დაფინანსებისათვის, კერძოდ – ქ. წყალტუბოში, 9 აპრილის III შესახვევი №5-ში (ყოფილი სტატისტიკის შენობა) და სოფელ ხომულში - ერისთავის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე შენობებში (ყოფილი საავადმყოფო) გარე კომუნიკაციებთან მიერთებისა (ელექტროენერგია, კანალიზაცია, წყალმომარაგება) და სოფელ ხომულში - ერისთავის ქუჩის გაგრძელებაზე მდებარე შენობაში (ყოფილი საავადმყოფო) გამწმენდი ნაგებობების მოწყობის სამუშაოების განხორციელების მიზნით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განხორციელების მიზნით, საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი