„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №392 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1587
2016 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №392 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №392 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სამთო-სათხილამურო კურორტების კეთილმოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №1436 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების ნაწილობრივი დაფინანსების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 8 000 000 (რვა მილიონი) ლარი, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 12 000 000 (თორმეტი მილიონი) ლარი:
ა) „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების, ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, რიგ ღონისძიებათა განხორციელებისა და ამავე კომპანიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №1261 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით;
ბ) „შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ სამთო-სათხილამურო კურორტების კეთილმოწყობასა და განვითარებასთან დაკავშირებით რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №1436 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით;
გ) მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის საბაგირო გზების, დამხმარე ინფრასტრუქტურის სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად, შპს „თეთნულდი დეველოპმენტის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი