„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივლისის №1408 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1935
2016 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივლისის №1408 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 14 ივლისის №1408 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-დან ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, ე.წ. ხახუტაშვილების უბანში მისასვლელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე, 2016 წლის 9 ივლისს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის საჭირო, აგრეთვე 2016 წლის ივლისის თვეში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, სოფელ ძულუხში, სოფელ დიხაშხოსა და სოფელ სალხინოში დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების (შემდგომში – სამუშაოები) და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი სამინისტროს მართვაში არსებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ კაპიტალის გაზრდის მიზნით.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 159-ე მუხლის შესაბამისად, სამინისტრომ შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მეშვეობით უზრუნველყოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვანი-სულორის საავტომობილო გზის მე-12 კმ-დან ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, ე.წ. ხახუტაშვილების უბანში მისასვლელი საავტომობილო გზის მონაკვეთზე, აგრეთვე 2016 წლის ივლისის თვეში განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, სოფელ ძულუხში, სოფელ დიხაშხოსა და სოფელ სალხინოში ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებების განხორციელება.“;
გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
„გ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, სოფელ ძულუხში, სოფელ დიხაშხოსა და სოფელ სალხინოში დაზიანებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის ვანის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი