საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია ,,POMAGALSKI“-ს შორის 2011 წლის 7 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში დამატების შეტანის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №2035
2011 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია ,,POMAGALSKI“-ს შორის 2011 წლის 7 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში დამატების შეტანის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების მოწონებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
1. მოწონებულ იქნ ე ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია ,,POMAGALSKI“-ს შორის „გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორ ი აზე საბაგირო გზისა და მასთან დაკავშირებული სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე“ 2011 წლის 7 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „POMAGALSKI“-ს შორის გასაფორმებელი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტი (შემდგომში – ხელშეკრულება).
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულება გაფორმდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდის მიზნით თანხის გამოყოფა.
პრემიერ -მინისტრი ნ . გილაური