კომპანია „Avinco”-სთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №426
2013 წლის 17 მაისი
ქ. თბილისი
კომპანია „Avinco”-სთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თვის უფლებამოსილების მინიჭებისა და სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „Avinco“-ს შო რის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი „რემარკეტინგის მომსახურების“ შესყიდვის შესახებ.
2.„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად , მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, რომ საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებას.
3. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვაზე არ გავრცელდეს ზემოაღნიშნ უ ლი ბრძანებით დამტკიცებული წესის 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ - მინისტრი ბ . ივანიშვილი