საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №351
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილ ი სი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის–საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1 . „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სასწავლო ცენტრისათვის საკონსულტაციო, საერთაშორისო და ადგილობრივი სატრენინგო მომსახურების,ასევე ამავე ცენტრის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის21-ე მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად და„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის2011წლის7აპრილის№9ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19მუხლის მე-12პუნქტის გათვალისწინებით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტითა და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური