საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №612
2016 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს მიმდინარე წლის 27-29 აპრილს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში დაგეგმილი ღონისძიებისათვის (როუდ შოუ) საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისათვის საჭირო ხარჯების (დარბაზის შესაბამისი აღჭურვილობით (ბანერები, ტექნიკა და ა.შ.), საქმიანი სადილების, ბროშურებისა და სხვა მასალების ბეჭდვის, ღონისძიების მონაწილე პირების ტრანსპორტირების, საშუამავლო (ორგანიზატორი) კომპანიის მომსახურების საფასურისა და ასევე ღონისძიებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების) ანაზღაურება მოხდეს სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს პროგრამებისათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
3. „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხელშეკრულებების გაფორმებაზე არ გავრცელდეს ამავე წესის მე-11 და მე-12 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.04.2016.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ მიღებულია 13.04.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №612. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.021199.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.04.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“, №612, 13.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021199 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3261532/