საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №572
2013 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით:
სსიპ – საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს მიმდინარე წლის 25 ივნისს დაგეგმილი საქართველო – ისრაელის ბიზნეს ფორუმისათვის საჭირო საქონელისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.
ზემოაღნიშნული ბიზნეს ფორუმის ორგანიზებისათვის საჭირო ხარჯების (დარბაზის, აპარატურის, თარჯიმნის დაქირავება, საქმიანი სადილი და ღონისძიებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები) ანაზღაურება განხორციელდეს სააგენტოს პროგრამებისათვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
„გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების შესაბამისად, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მომსახურებისა და საქონლის მომწოდებლები გათავისუფლდნენ სააგენტოსათვის გარანტიის წარმოდგენის ვალდებულებისაგან.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი