შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1415
2015 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახით და კომპანია „Pomagalski“-ს შორის 2014 წლის 4 ნოემბერს გაფორმებული რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის (წარმოდგენილს სამინისტროს სახით) მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიამ“ (შემდგომში – კომპანია) უზრუნველყოს ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება და კომპანია „Pomagalski“-ის მიერ დაპროექტებისა და კვლევების დაწყებისათვის საჭირო მონაცემების მომზადება.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, კომპანიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისა და კომპანიის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში 180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარის მოძიება და კომპანიისათვის გადარიცხვა;
ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადარიცხული თანხის (180 000 (ას ოთხმოცი ათასი) ლარი) ოდენობით.
4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2015.
- როდის იქნა მიღებული „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 03.07.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1415. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019567.
- სად არის „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1415, 03.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019567 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2907190/