შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1898
2012 წლის 1 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს:
ა) ქალაქ ყვარელში, ილიას გორაზე მდებარე იუსტიციის სასწავლო ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება;
ბ) ქალაქ ყვარელში, ილიას ტბის თავზე შესაბამისი წარწერის მოწყობა;
გ) „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23მარტის №499 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული დამატებითი სამუშაოების შესრულება.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სამუშაოებისა და მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
3. ყვარლის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, ინსპექტირება და მიღება-ჩაბარება კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომ პ ანიის“ მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, ინსპექტირება და მიღება-ჩაბარება კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
|
მოვალეობის შემსრულებელი ი . მერაბიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.10.2012.
- როდის იქნა მიღებული „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
- „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 19.10.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1898. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.10.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1898, 19.10.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2283582/