შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1416
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019568
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1416

2015 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის №1818 განკარგულების საფუძველზე შესასრულებელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ 5-ზე (სოფელი შემოქმედი) სტიქიური მოვლენის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების, მათ შორის, საავტომობილო გზის აღდგენისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ (შემდგომში − კომპანია) საკუთარი სახსრებით უზრუნველყო აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებული სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვა.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კომპანიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებული საზედამხედველო და საექსპერტო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის №1818 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი თანხის ფარგლებში.

4. კომპანიამ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 ოქტომბრის №1818 განკარგულების საფუძველზე გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                 ირაკლი ღარიბაშვილი