შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1033
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 02/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1033

 2013 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ მიერ განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა შესახებ

1. „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ-ი“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შპს „გუდაურის განვითარების სააგენტომ”, სათხილამურო კურორტის კეთილმოწყობის, მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, უზრუნველყოს:

ა) დაბა გუდაურში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (დანართი №1-ში მოცემულია რუკის სახით სარეაბილიტაციო არეალი) არსებული შენობა-ნაგებობებისა და შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოს“ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (მასთან დაკავშირებული ყველა ტიპის სამუშაოების განხორციელება) და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება;

ბ) გუდაურის მიწათსარგებლობის შეთანხმებული/დამტკიცებული გენერალური გეგმების, გ.რ.გ-ების (განაშენიანების რეგულირების გეგმა) კვლევა-პროექტირებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებასთან დაკავშირებით კოორდინირება;

გ) დაბა გუდაურში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული გარე განათების მომსახურება;

დ) დაბა გუდაურის დასუფთავების მომსახურება;

ე) დაბა გუდაურში არსებული შიდა გზების თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება;

ვ) დაბა გუდაურში არსებული წყლის ცენტრალური მილების ავარიის ან დაზიანების შემთხვევაში, სარემონტო სამუშაოების ჩატარება ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ჯამურად ორივე მუნიციპალიტეტზე 20 000 ლარის ფარგლებში;

ზ) სააგენტოს სახელზე რეგისტრირებული თოვლსატკეპნი ტექნიკისათვის სათადარიგო ნაწილებისა და ტექმომსახურების შესყიდვა;

თ) გუდაურში არსებული საბაგიროებისა და გონდოლის გამართული მუშაობისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილები, ტექმომსახურება და ტექნიკური დათვალიერების მომსახურების შესყიდვა;

ი) საბაგიროების გამშვები სისტემის სათადარიგო ნაწილების, ტექნიკური მომსახურების, ბილეთებისა და პროგრამული პაკეტების შესყიდვა;

კ) ამ პუნქტის „ბ-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისა და სამუშაოების დასრულების შემდგომ, მათი დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის უსასყიდლოდ გადაცემა.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, შპს „გუდაურის განვითარების სააგენტომ“ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან შპს „გუდაურის განვითარების სააგენტოსთვის“ გადარიცხული სახსრების ფარგლებში.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნილი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 26 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ხოლო „დ“ ქვეპუნქტის მოქმედება - 2013 წლის 10 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი