შპს „ესპერანსის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1031
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 02/08/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1031

2013 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „ესპერანსის“მიმართ საქმიანობისხელშესაწყობადრიგღონისძიებათაგანხორციელებისშესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, შპს „ესპერანსის“ მიერ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (ტერიტორიული ორგანო) აუქციონის მომწყობი კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2007 წლის 5 ოქტომბრის ოქმის №6ა მე-6 პუნქტის მეორე და მესამე აბზაცებით გათვალისწინებული პირობების გაუქმების თაობაზე.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს „ესპერანსს“ შორის 2007 წლის 5 ოქტომბერს გაფორმებული ოქმი №6ა საფუძველზე მყიდველზე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე.

3. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდეს იმ პირობით, რომ ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის ვადაში შპს „ესპერანსი“ უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდას.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ესპერანსის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ესპერანსის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.08.2013.
როდის იქნა მიღებული „შპს „ესპერანსის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
„შპს „ესპერანსის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ მიღებულია 02.08.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1031. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „შპს „ესპერანსის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „ესპერანსის“ მიმართ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“, №1031, 02.08.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2227153/