საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ველაჯიოს” და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1147
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 05/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1147

2013 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ველაჯიოს” და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, შპს „ველაჯიოს“ და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიერ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოსთან 2010 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმით (ხელშეკრულება) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დამატებით ვადად 2015 წლის 30 აგვისტოს განსაზღვრისა და ამავე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის 2015 წლის 30 აგვისტომდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ, შემდეგი პირობების შესრულების სანაცვლოდ:

ა) შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიერ, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების (შპს „ველაჯიო დეველოპმენტისთვის“) გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული პირობებისა და ვალდებულებების დადგენილი წესით შესრულება;

ბ) ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე, საინვესტიციო ვალდებულების უზრუნველსაყოფად საინვესტიციო თანხის არანაკლებ 5%-ის ოდენობის, 2015 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. განკარგულება ძალაშია „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების (შპს „ველაჯიო დეველოპმენტისთვის“) გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების ამოქმედებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ბ. ივანიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ველაჯიოს” და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ველაჯიოს” და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.09.2013.
როდის იქნა მიღებული „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ველაჯიოს” და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ველაჯიოს” და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ მიღებულია 05.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1147. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ველაჯიოს” და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად შპს „ველაჯიოს” და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ მიმართ რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“, №1147, 05.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2232591/