ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 30 აგვისტოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „ველაჯიოსა“ და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2590
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020453
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2590

2015 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 30 აგვისტოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „ველაჯიოსა“ და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დადგინდეს ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 30 აგვისტოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმის (ხელშეკრულების) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებისგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:

„გ) პირადად ან/და მესამე პირების მეშვეობით, შექმნილ სავაჭრო ცენტრში არანაკლებ 150 (ას ორმოცდაათი) ადამიანის დასაქმება სავაჭრო ცენტრის ექსპლუატაციაში მიღებიდან 3 (სამი) თვის ვადაში და დასაქმებულთა აღნიშნული რაოდენობის შენარჩუნება არანაკლებ 3 (სამი) წლის განმავლობაში;

დ) სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება და დასასვენებელი სკვერის მოწყობა 2016 წლის პირველ იანვრამდე.“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „ველაჯიო“ და შპს „ველაჯიო დეველოპმენტი“ გათავისუფლდნენ ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 30 აგვისტოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმის (ხელშეკრულების) და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ველაჯიოს" და შპს „ველაჯიო დეველოპმენტს“ შორის 2013 წლის 11 ოქტომბერს გაფორმებული ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ ისინი შეასრულებენ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                           ირაკლი ღარიბაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 30 აგვისტოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „ველაჯიოსა“ და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 30 აგვისტოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „ველაჯიოსა“ და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.12.2015.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 30 აგვისტოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „ველაჯიოსა“ და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 30 აგვისტოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „ველაჯიოსა“ და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ მიღებულია 03.12.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2590. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020453.
სად არის „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 30 აგვისტოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „ველაჯიოსა“ და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.12.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს 2010 წლის 30 აგვისტოს პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №7-31-189 ოქმით (ხელშეკრულებით) განსაზღვრული პირობებისგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „ველაჯიოსა“ და შპს „ველაჯიო დეველოპმენტის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“, №2590, 03.12.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020453 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.12.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3090087/