შპს „საირმის განვითარების კომპანიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№231
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 07/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №231

2013 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

შპს „საირმის განვითარების კომპანიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს სსიპ ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება შპს „საირმის განვითარების კომპანიის“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან 2011 წლის 18 თებერვალს და 2011 წლის 6 აპრილს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის 2013 წლის 1 მაისამდე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე.

2. მოწონებულ იქნეს „შპს „კურორტ საირმის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილის შპს „საირმის განვითარების კომპანიისთვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 თებერვლის №10/02/01 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების პროექტი და წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტს.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ‑ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ‑მინისტრი                                           ბ. ივანიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „საირმის განვითარების კომპანიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საირმის განვითარების კომპანიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.03.2013.
როდის იქნა მიღებული „შპს „საირმის განვითარების კომპანიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“?
„შპს „საირმის განვითარების კომპანიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ მიღებულია 07.03.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №231. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „შპს „საირმის განვითარების კომპანიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.03.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „საირმის განვითარების კომპანიის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“, №231, 07.03.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.03.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2214788/