სს „ვენჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№1026
2015 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
სს „ვენჯორჯიას“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, სს „ვენჯორჯიასთან“ გააფორმოს ხელშეკრულება შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ველაჯიოს“ (უფლებამონაცვლე - სს „ვენჯორჯია“) შორის, 2012 წლის 05 სექტემბერს დადებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომ ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1.1 პუნქტის მე-2, მე-3 და მე-4 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2015 წლის პირველ სექტემბრამდე „ქონებაზე“ სწრაფი კვების ობიექტის აშენება და ექსპლუატაციაში შეყვანა.
3. განაშენიანება შენობის გარე კონტურზე განესაზღვროს არაუმეტეს „ქონების“ 50%-ით.
4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მიხედვით, 2015 წლის პირველ სექტემბრამდე, „ქონების“ არანაკლებ 50%-ზე განახორციელოს ლანდშაფტური მშენებლობა და ამავე ვადაში უზრუნველყოს „ქონებაზე“ არანაკლებ 10 კვ.მ აუზის ან ხელოვნური ჩანჩქერის მშენებლობა.“.
2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სს „ვენჯორჯია“ (ს/კ №404885335) გათავისუფლდეს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ველაჯიოს“ (უფლებამონაცვლე - სს „ვენჯორჯია“) შორის, 2012 წლის 05 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან იმ პირობით, რომ იგი შეასრულებს ამავე ხელშეკრულების მე-5 მუხლით (ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ცვლილების გათვალისწინებით) ნაკისრ ვალდებულებებს.
3. შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „ველაჯიოს“ (უფლებამონაცვლე - სს „ვენჯორჯია“) შორის, 2012 წლის 05 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, სს „ვენჯორჯიამ“ წარადგინოს არანაკლებ 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომელიც მოქმედი იქნება არანაკლებ 2016 წლის პირველ იანვრამდე.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი