შპს „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№495
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018777
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/03/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №495

2015 წლის 12მარტი

ქ. თბილისი

შპს „თეგეტა მოტორსის“  საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (უფლებამონაცვლე -  სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „თეგეტა მოტორსს“ შორის 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საინვესტიციო ვალდებულებად (5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) განისაზღვროს 2015 წლის 31 დეკემბრამდე ქ. ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირის №98ა და №98,    (ნაკვ. № 1-1-2)-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ № 03.06.25.213) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით  არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება;     

ბ)  ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საინვესტიციო ვალდებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის ვალდებულებები:

ბ.ა) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, 2016 წლის 1 სექტემბრამდე, ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მე-9 ჩიხის №2ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ №03.05.23.312) 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება (5.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი);

ბ.ბ) „ხელშეკრულების“ 5.1 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუქტებით დადგენილი ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 30 დღისა, აუდიტორული/საექსპერტო დასკვნის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის წარდგენა, რომელიც მომზადებული უნდა იყოს „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბრის №360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ; აუდიტორული/საექსპერტო დასკვნა უნდა ადასტურებდეს ამავე  ვალდებულებების შესრულებას.“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შპს „თეგეტა მოტორსი“ გათავისუფლდეს მასზე ამ განკარგულების საფუძველზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე  შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“ (უფლებამონაცვლე - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „თეგეტა მოტორსს“ შორის 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, ამავე ხელშეკრულების 8.2 მუხლის საფუძველზე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან იმ პირობით, რომ შპს „თეგეტა მოტორსი“ შეასრულებს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“  (უფლებამონაცვლე -  სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „თეგეტა მოტორსს“  შორის 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების 5.1 მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

3. შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროსა“  (უფლებამონაცვლე:  სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „თეგეტა მოტორსს“ შორის 2010 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის  ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების, მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „თეგეტა მოტორსმა“ წარადგინოს 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                         ი . ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.03.2015.
როდის იქნა მიღებული „შპს „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“?
„შპს „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ მიღებულია 12.03.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №495. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.018777.
სად არის „შპს „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.03.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „შპს „თეგეტა მოტორსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“, №495, 12.03.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.018777 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2782719/