სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კოკო კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №146
2015 წლის 5 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კოკო კომპანიისათვის“პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის და ,,აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის“მე-7 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელექედურში არსებული 32056 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები: №1-№12, განაშენიანების საერთო ფართით - 7429 კვ.მ (დანგრეული), (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი - №26.13.23.006) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად , საკუთრებაში გადაეცეს შპს „კოკო კომპანიას“ (ს/კ 437062223) .
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობ ებ ად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ უძრავ ქონებაზე ქვის, ცემენტის და ანალოგიური მასალების მწარმოებელი საწარმოს შექმნა და წარმოების დაწყება ამ განკარგულების გამოცემიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში;
გ) ამ პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით,არანაკლებ 89 756 (ოთხმოცდაცხრა ათას შვიდას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ინვესტიციის განხორციელება შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
გ.ა) ინვესტიციის არანაკლებ 25% - ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში;
გ.ბ) ინვესტიციის დარჩენილი ნაწილი - ამ განკარგულების გამოცემიდან მე-2 წლის განმავლობაში;
დ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმოების დაწყებიდან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში წარმოების პროფილის შენარჩუნება და ამ განკარგულების გამოცემამდე შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის, კერძოდ, არანაკლებ 100000 (ასი ათასი) მეტრი ძელურა ბორდიურების ქვის, არანაკლებ 120000 (ასოცი ათასი) მ3 დამუშავებული ქვის, არანაკლებ 20000 (ოცი ათასი) მ3 ფრიქციული მასალისა და მისი ნაწარმის, არანაკლებ 50000 (ორმოცდაათი ათასი) მ3 ცემენტის ან/და ხელოვნური ქვის ნაწარმის და ბუნებრივი ქვისგან ნაწარმოები არანაკლებ 5000 მ2 დასაგები ფილის წარმოების უზრუნველყოფა შემდეგი პირობებით:
დ.ა) წარმოების დაწყებიდან პირველი წლის განმავლობაში შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის არანაკლებ 25%-ის წარმოება;
დ.ბ) წარმოების დაწყებიდან მე-2 წლის განმავლობაში შემოთავაზებული პროდუქციის წლიური მოცულობის 50%-ის წარმოება.
3. შპს „კოკო კომპანიის“ მიერ წარდგენილი, განსახორცილებელი ინვესტიციის 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უზრუნველყოფს ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებასა და ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“- ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულებას (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდას).
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი