„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლომსა +“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ივლისის №05/07/04 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ლომსა +“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№2090
2014 წლის 28 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლომსა +“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ივლისის №05/07/04 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ლომსა +“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა გა ნხორციელების თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037- Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ლომსა+“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 ივლისის №05/07/04 განკარგულების (შემდგომში: პრეზიდენტის განკარგულება) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულისაგან განსხვავებული შემდეგი საპრივატიზებო პირობები:
ა) 201 5 წლის 31 დეკემბრამდე, პრეზიდენტის განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ და ფიზიკური პირის, გურამ ნიგურიანის (პირადი №30001000625) საკუთრებაში არსებულ, მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიაში, კახიანის ქუჩა №2-ში მდებარე 450 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა (ს/კ 42.06.02.383) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე (244 კვ.მ) არანაკლებ 40-ნომრიანი სასტუმროს აშენება და ექსპლუატაციაში მიღება შემდეგი ეტაპების შესაბამისად:
ა.ა) 2014 წლის განმავლობაში - სასტუმროს შენობა-ნაგებობ(ებ)ის გადახურვა;
ა.ბ) 2015 წლის ბოლომდე:
ა.ბ.ა) სასტუმროს შენობ(ებ)ის გარე მოსაპირკეთებელი (სარემონტო) სამუშაოების დასრულება; სასტუმროს შენობ(ებ)ის საინჟინრო კომუნიკაციების (გათბობა, ვენტილაცია, კონდენცირება, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელექტრომომარაგება და სხვა) ნაწილის მონტაჟი;
ა.ბ.ბ) სასტუმროსთან მისასვლელი, ცენტრალურ ქუჩასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობა; სასტუმროს შენობ(ებ)ის საინჟინრო კომუნიკაციების (გათბობა, ვენტილაცია, კონდენცირება, წყალმომარაგება, კანალიზაცია, ელექტრომომარაგება და სხვა) მონტაჟის დასრულება;
ა.ბ.გ) სასტუმროს ტერიტორიის კეთილმოწყობა; სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღება, შიდა სარემონტო სამუშაოების დასრულება და აღჭურვა.
2. ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, შპს „ლომსა +“-მა ამ განკარგულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), უზრუნველყოს პრეზიდენტის განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის 2016 წლის 1 მაისამდე გაგრძელება ან ამავე საბანკო გარანტიის ნაცვლად, არანაკლებ 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი ახალი საბანკო გარანტიის წარდგენა, რომლის ვადაც ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადას უნდა აღემატებოდეს არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს „ლომსა +“ გათავისუფლდეს მასზე ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს ეკონომიკ ისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ლომსა +“-ს შ ორის 2011 წლის 12 ივლისს გაფორმ ებული ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისგან, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღრული ვალდებულებების შესრულების პირობით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი