საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება№360
2012 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილის ი
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს:
1. საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხა (დანართი №1) .
2. სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა (დანართი№2).
მუხლი 2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №411 დადგენილება „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
2. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულება „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
დანართი №1
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხა
საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ, თუ ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება . ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების შემძენ/მმართველ/მოსარგებლე პირებს მოსთხოვოს ექსპერტიზის ან/და აუდიტის ჩატარების მიზნით მიმართონ ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს:
ა) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნულ ბიუროს;
ბ) ფრაისვოთერჰაუსკუპერს‑ს (PricewaterhouseCoopers);
გ) დელოიტი‑ს (Deloitte);
დ) ქეი-ფი-ემ-ჯი‑ს (KPMG);
ე) ერნსტ ენდ იანგ‑ს (Ernst & Young);
ვ) გრანთ თორნთონ‑ს (Grant Thornton);
ზ) ბიდიო‑ს (BDO);
თ) ბეიკერ ტილი‑ს (Baker Tilly);
ი) სმით ენდ ვილიამსონ‑ს (Smith & Williamson);
კ) პი-ქეი-ეფ‑ს (PKF);
ლ) შპს „კაპტო ჯგუფს“ (RSM-ის წევრი);
მ) შპს „აუდიტორული და საკონსულტაციო სამსახური ემჯიაი ჯორჯიას“ (MGI).
დანართი №2
სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა
დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული აფასების ვალდებულება არ წარმოეშობათ შემდეგ სახელმწიფო საწარმოებს:
ა) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;
ბ) შპს „ენგურჰესს“;
გ) სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „საქრუსენერგოს“;
დ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“;
ე) შპს „საქართველოს რკინიგზას“;
ვ) შპს „რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტს“;
ზ) შპს „ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერს“;
თ) შპს „ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენს“;
ი) შპს „ვარდნილჰესების კასკადს“;
კ) შპს „მარაბდა- კარწახის რკინიგზას“;
ლ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“.
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №360
2012 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს:
1. საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხა (დანართი №1)
.
2. სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა (დანართი №2).
მუხლი 2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 დეკემბრის №411 დადგენილება „საწარმოებისათვის
აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“
.
2. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულება „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
დანართი №1
საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხა
საწარმოებს დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული
აფასების ვალდებულება არწარმოეშობათ, თუ ბალანსზე
რიცხულ უძრავ ქონებას აღრიცხავენ გადაფასების მეთოდის გამოყენებით და აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი პირის
აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება . ასევე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებიდან გამომდინარე, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების შემძენ/მმართველ/მოსარგებლე პირებს მოსთხოვოს ექსპერტიზის ან/და აუდიტის ჩატარების მიზნით მიმართონ ქვემოთ ჩამოთვლილ პირებს:ა)
სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზისეროვნულ ბიუროს;
ბ)
ფრაისვოთერჰაუსკუპერს‑ს (PricewaterhouseCoopers);გ) დელოიტი‑ს (Deloitte);
დ) ქეი-ფი-ემ-ჯი‑ს (KPMG);
ე) ერნსტ ენდ იანგ‑ს (Ernst & Young);
ვ) გრანთ თორნთონ‑ს (Grant Thornton);
ზ) ბიდიო‑ს (BDO);
თ) ბეიკერ ტილი‑ს (Baker Tilly);
ი) სმით ენდ ვილიამსონ‑ს (Smith & Williamson);
კ) პი-ქეი-ეფ‑ს (PKF);
ლ) შპს „კაპტო ჯგუფს“ (RSM-ის წევრი);
მ) შპს „აუდიტორული და საკონსულტაციო სამსახური ემჯიაი ჯორჯიას“ (MGI).
დანართი №2
სახელმწიფო საწარმოთა ნუსხა
დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრის მიზნით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტების მიხედვით გათვალისწინებული
აფასების ვალდებულება არ
წარმოეშობათ შემდეგ სახელმწიფო საწარმოებს:
ა) სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“;
ბ) შპს „
ენგურჰესს“;
გ) სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „
საქრუსენერგოს“;
დ) სს „საქართველოს სახელმწიფო
ელექტროსისტემას“;
ე) შპს „საქართველოს რკინიგზას“;
ვ) შპს „
რეილვეი ფროფერტი მენეჯმენტს“;
ზ) შპს „
ჯორჯიან რეილვეი ტრანსკონტეინერს“;
თ) შპს „
ჯორჯიან რეილვეი ქონსტრაქშენს“;
ი) შპს „
ვარდნილჰესების კასკადს“;
კ) შპს „მარაბდა- კარწახის რკინიგზას“;
ლ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.09.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №360. სარეგისტრაციო კოდი — 220020040.10.003.017033.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 08.06.2016-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საწარმოებისათვის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №360, 05.09.2012, სარეგისტრაციო კოდი 220020040.10.003.017033 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1737423/