საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2600
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 29/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება№2600

2011 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ყვარლის მუნიციპალიტეტში , ილიას ტბასთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის მიზნით , საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ„საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑18 მუხლის მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 02 01) მუხლში დამატებით გამოუყოს 800000 (რვაასი ათასი ) ლარი შპს „საგზაო ტექნიკისათვის“ გადასაცემად.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე‑2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65‑ე, 66‑ე და 69‑ე მუხლების შესაბამისად, უზრუნველყოს „თანხების გადარიცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება შპს „საგზაო ტექნიკასთან“.

3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „საგზაო ტექნიკის“ კაპიტალის გაზრდა 800 000 (რვაასი ათასი) ლარით.

4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , შპს „საგზაო ტექნიკამ“ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

5. შპს „საგზაო ტექნიკამ“ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ აღნიშნული თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

6. ყვარლის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს შპს „საგზაო ტექნიკის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, ინსპექტირება და მიღება‑ჩაბარება კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური