საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№371
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 26/04/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №371

2013 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუ ­ქ ­ტურის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მართვაში არსებულმა შპს ,,სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“  (შემდგომში - კომპანია) უზრუ­ნვე­ლყო საქართველოს მთავრობის 2012 წლის  19 ოქტომბრის № 1898 გან ­კა ­­რ ­გულების საფუძველზე გათვალისწინებული სამუშაოების განხო­რ­­ციელება საკუთარი სახსრებით;

ბ) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების მიღება-ჩაბა­რე­ბა უნდა უზრუნველყონ ყვარლისა და ზუგდიდის მუნიციპალი­ტე­ტე­ბ­მა.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალის­წინებული ღონისძიებების განსახორციელებლად კომპანიის მიერ გაწე­ული ხარჯების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამი­ნისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში გა­ნ­სახო­რციელებელი პროექტების ფონდიდან სამინისტროს გამოუყოს 3 000 000 (სამი მილიონი) ლარი კომპანიის კაპიტალის გასაზრდელად.

3. თანხის გადარიცხვის პროცედურების განსახორციელებლად სამი­ნი­სტრომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  მე-2 მუხ­ლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 65-ე, 66-ე და 69-ე მუხ­ლების შესაბამისად, უზრუნველყოს კომპანიასთან „თანხების გადარი­ცხვის შესახებ“ ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმება.

4. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწო­დება გადარიცხული თანხების ხარჯვის შესახებ თითოეული გადარი­ცხუ­ლი თანხის სრულად გახარჯვის შემდეგ ან სამინისტროს მოთხო­ვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       ბ . ივანიშვილი