საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№407
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 02/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №407

2013 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1987 განკარგულებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორ­ციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვი­თარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუ­წყებო დაწესებულებას - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტა­მენტს გამოუყოს 12 332 250 (თორმეტი მილიონ სამას ოცდათორმეტი ათას ორას ორმოცდაათი ) ლარი, მათ შორის:

ა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალტუბო ‑ხონის საავ ­ტო ­მობილო გზის რეაბილიტაციისათვის - 4 455 000 (ოთხი მილიონ ოთ ­ხას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი;

ბ)შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი ‑საჯიჯაო ‑ლესი ­ჭინეს საავტომობილო გზის ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციისათვის - 3 345 000 (სამი მილიონ სამას ორმოცდახუთი ათასი) ლარი;

გ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) ‑ახალ ­ციხის საავტომობილო გზის ზარზმა ‑ადიგენის მონაკვეთის რეაბილიტა ­ციისათვის - 2 350 000 (ორი მილიონ სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

დ) ჯვარი(ჯვარზენი) ‑ჩქვალერი ‑საჩინოს საავტომობილო გზის რეა ­ბი ­ლიტაციისათვის -2 000 000 (ორი მილიონი) ლარი;

ე) ამ პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტე ­ბის საზედამხედველო მომსახურების ხარჯებისათვის - 182 250 (ას ოთხ ­მოცდაორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტუ­რის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება მ ‑ საქარ­ თ­ ვე­­ ლოს საავტომობილო გზების დეპარტამენტ მა 2013 წელს უზრუნ­ველ­ყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოე­ბისა და მათთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                            ბ . ივანიშვილი