„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №407 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№800
2013 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №407 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №407 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 დეკემბრის №1987 განკარგულებისა და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს გამოუყოს 17 817 650 (ჩვიდმეტი მილიონ რვაას ჩვიდმეტი ათას ექვსას ორმოცდაათი ) ლარი, მათ შორის:
ა)შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წყალტუბო‑ხონის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის – 4 346 000 (ოთხი მილიონ სამას ორმოცდაექვსი ათასი) ლარი;
ბ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი‑საჯიჯაო‑ლესიჭინეს საავტომობილო გზის ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციისათვის – 3 345 000 (სამი მილიონ სამას ორმოცდახუთი ათასი) ლარი;
გ)შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)‑ახალციხის საავტომობილო გზის ზარზმა‑ადიგენის მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის – 2 458 000 (ორი მილიონ ოთხას ორმოცდათვრამეტი ათასი) ლარი;
დ) ჯვარი (ჯვარზენი)‑ჩქვალერი‑საჩინოს საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების შესყიდვისათვის – 2 013 000 (ორი მილიონ ცამეტი ათასი) ლარი;
ე) ადგილობრივი მნიშვნელობის მონგირი-ახუთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის – 2 263 750 (ორი მილიონ ორას სამოცდასამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი;
ვ)შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვანი-სულორის საავტო მობილო გზის კმ6,5 - კმ11,5 მონაკვეთის რეაბილიტაციისათვის - 1 798 130 (ერთი მილიონ შვიდას ოთხმოცდათვრამეტი ათას ას ოცდაათი) ლარი;
ზ)ადგილობრივი მნიშვნელობის მუხური-თაიას საავტომობილო გზის რეაბილიტაციისათვის - 1 423 520 (ერთი მილიონ ოთხას ოცდასამი ათას ხუთას ოცი) ლარი;
თ)ამ პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ობიექტების საზედამხედველო მომსახურების ხარჯებისათვის – 170 250 (ას სამოცდაათი ათას ორას ორმოცდაათი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი