საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2099
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 28/12/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2099

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის63-ე მუხლის შესაბამისად:

ა ) „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 თებერვლის №218 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 201 2 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს~ გადაურიცხოს 21 800 000 (ოცდაერთი მილიონ რვაასი ათასი) ლარი, მათ შორის:

ა ) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურისათვის შესყიდული წყლის პარკის მოწყობილობების აღმართვისათვის საჭირო სამშენებლო სამუშოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო, საზედამხედველო და სხვა სახის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად -11 200 000 (თერთმეტი მილიონ ორასი ათასი) ლარი;

ბ ) ქალაქ ქუთაისში პარლამენტისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მშენებლობისა და კეთილმოწყობის მიზნით -10 600 000 (ათი მილიონ ექვსასი ათასი) ლარი .“.

ბ) „თვითმმართველი ქალაქი ბათუმისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1358 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ. ბათუმში ახალი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვასთან დაკავშირებული პირველი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ ბათუმს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი .“.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2012.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 28.12.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2099. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2012 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №2099, 28.12.2012, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2292959/