საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2481
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020376
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/12/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2481

2015 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად:

1. „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის №1617 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 1 344 870 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაოთხი ათას რვაას სამოცდაათი) ლარი, მათ შორის:

ა) 168 965 (ას სამოცდარვა ათას ცხრაას სამოცდახუთი) ლარი - სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

ბ) 200 000 (ორასი ათასი) ლარი - ქ. ზუგდიდში დადიანების სასახლეთა კომპლექსში ნიკო დადიანის სასახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

გ) 178 148 (ას სამოცდათვრამეტი ათას ას ორმოცდარვა) ლარი - სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

დ) 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი - აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-კვლევითი სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

ე) 118 078 (ას თვრამეტი ათას სამოცდათვრამეტი) ლარი - თიანეთის მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაციის ხარჯების დასაფინანსებლად;

ვ) 100 000 (ასი ათასი) ლარი - ასპინძის მუნიციპალიტეტში შორეთის XIV-XV საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

ზ) 110 000 (ას ათი ათასი) ლარი - კვიპროსში ღალიის მონასტრის ტერიტორიაზე ღალიის სამონასტრო კომპლექსის ფიქსაციის, ინვენტარიზაციისა და პოპულარიზაციის ხარჯების დასაფინანსებლად;

თ) 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი - თისელის XIV-XV საუკუნეების გუმბათიანი ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

ი) 60 000 (სამოცი ათასი) ლარი - საფარის მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

კ) 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი - გელათის აკადემიის შენობის მიმდებარედ აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტების დროებითი გადახურვის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის შედგენისა და გენერალური გეგმის კორექტირების ხარჯების დასაფინანსებლად;

ლ) 49 679 (ორმოცდაცხრა ათას ექვსას სამოცდაცხრამეტი) ლარი - სოფელ ნაბახტევის XV საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

მ) 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი - ატენის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად;

ნ) 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი - ქ. თბილისში მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯების დასაფინანსებლად.“.

2. „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის №595 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გამოუყოს 2 805 130 (ორი მილიონ რვაას ხუთი ათას ას ოცდაათი) ლარი, მათ შორის:

ა) 1 200 000 (ერთი მილიონ ორასი ათასი) ლარი - ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის კვლევით და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

ბ) 698 500 (ექვსას ოთხმოცდათვრამეტი ათას ხუთასი) ლარი - მუცოს ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

გ) 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარი - ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

დ) 328 930 (სამას ოცდარვა ათას ცხრაას ოცდაათი) ლარი - „გრაკლიანი გორის“ არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

ე) 227 700 (ორას ოცდაშვიდი ათას შვიდასი) ლარი - ჩაჟაშის ორი საცხოვრებელი სახლის, ერთი კოშკის და ერთი მაჩუბის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                 ი. ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.11.2015.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 19.11.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2481. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.020376.
სად არის „საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს მთავრობის ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №2481, 19.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020376 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3064318/