„მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №693 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1454
2017 წლის 12 ივ ლ ისი
ქ. თბილისი
„მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №693 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 აპრილის №693 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 6 ივნისის №249 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 6 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 9 929 445 (ცხრა მილიონ ცხრაას ოცდაცხრა ათას ოთხას ორმოცდახუთი) ლარი, მათ შორის:“;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.2; 1.3; 1.10; 1.12; 1.19 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.2 ჭიათურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 474 999 (ოთხას სამოცდათოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარისა, დანართი №2-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.3 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 384 000 (სამას ოთხმოცდაოთხი ათასი) ლარისა, დანართი №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.10 ასპინძის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 487 060 (ოთხას ოთხმოცდაშვიდი ათას სამოცი) ლარისა, დანართი №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.12 ახალციხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 597 950 (ხუთას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარისა, დანართი №12-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.19 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 735 000 (შვიდას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარისა, დანართი №19-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
გ) განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.22 – 1.25 ქვეპუნქტები:
„1.22 წალკის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 380 787 (სამას ოთხმოცი ათას შვიდას ოთხმოცდაშვიდი) ლარისა, დანართი №22-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.23 დმანისის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 324 000 (სამას ოცდაოთხი ათასი) ლარისა, დანართი №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.24 მცხეთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 342 000 (სამას ორმოცდაორი ათასი) ლარისა, დანართი №24-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.25 მესტიის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 732 367 (შვიდას ოცდათორმეტი ათას სამას სამოცდაშვიდი) ლარისა, დანართი №25-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;
დ) განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა დანართი №2-ით გათვალისწინებულ – მემორიალი-რგანი-ხრეითის საავტომობილო გზის აღდგენასთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა დანართი №3-ით გათვალისწინებულ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფის სასოფლო გზის მობეტონებასთან, ახალციხის მუნიციპალიტეტმა დანართი №12-ით გათვალისწინებულ – ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის II ეტაპთან, ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა დანართი №19-ით გათვალისწინებულ სოფლებში მინი სტადიონების მოწყობასთან (10 სოფელი), ხოლო წალკის მუნიციპალიტეტმა დანართი №22-ით გათვალისწინებულ პროექტებთან, დმანისის მუნიციპალიტეტმა დანართი №23-ით გათვალისწინებულ პროექტთან, მცხეთის მუნიციპალიტეტმა დანართი №24-ით გათვალისწინებულ პროექტებთან და მესტიის მუნიციპალიტეტმა დანართი №25-ით გათვალისწინებულ პროექტებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“;
ე) განკარგულების დანართები: №2; №3; №10; №12; №19 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ვ) განკარგულებას დაემატოს №22 – №25 დანართები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი