„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1091
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023886
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/06/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №10 91

2017 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010−2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 29 მაისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონით გათვალის­წინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 162 764 896 (ას სამოცდაორი მილიონ შვიდას სამოცდაოთხი ათას რვაას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარი, მათ შორის:“;

ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.1; 1.3; 1.8; 1.9; 1.10; 1.19; 1.20; 1.32; 1.40; 1.44; 1.55 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.1 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 665 295 (ორი მილიონ ექვსას სამოცდახუთი ათას ორას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარისა, დანართი №1-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.3 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 647 786 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდაშვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაექვსი) ლარისა, დანართი №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.8 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 8 826 189 (რვა მილიონ რვაას ოცდაექვსი ათას ას ოთხმოცდაცხრა) ლარისა, დანართი №8-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.9 წყალტუბოს მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 682 496 (ორი მილიონ ექვსას ოთხმოცდაორი ათას ოთხას ოთხმოცდათექვსმეტი) ლარისა, დანართი №9-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.10 ხონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 516 999 (ორი მილიონ ხუთას თექვსმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარისა, დანართი №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.19 ცაგერის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 506 113 (ერთი მილიონ ხუთას ექვსი ათას ას ცამეტი) ლარისა, დანართი №19-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

1.20 აბაშის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 186 718 (ორი მილიონ ას ოთხმოცდაექვსი ათას შვიდას თვრამეტი) ლარისა, დანართი №20-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.32 ზესტაფონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 934 656 (ორი მილიონ ცხრაას ოცდათოთხმეტი ათას ექვსას ორმოცდათექვსმეტი) ლარისა, დანართი №32-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.40 სიღნაღის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 2 113 278 (ორი მილიონ ას ცამეტი ათას ორას სამოცდათვრამეტი) ლარისა, დანართი №40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.44 ონის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 960 512 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცი ათას ხუთას თორმეტი) ლარისა, დანართი №44-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.55 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 7 772 327 (შვიდი მილიონ შვიდას სამოცდათორმეტი ათას სამას ოცდაშვიდი) ლარისა, დანართი №55-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

გ) განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.63 ქვეპუნქტი:

„1.63 ლენტეხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 896 884 (რვაას ოთხმოცდათექვსმეტი ათას რვაას ოთხმოცდაოთხი) ლარისა, დანართი №63-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

დ) განკარგულების დანართები: №1; №3; №8; №9; №10; №19; №20; №32; №40; №44; №55 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ე) განკარგულებას დაემატოს №63 დანართი თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                                   გიორგი კვირიკაშვილი

📎 დანართები (1)
1091.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗