„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1717
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024440
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1717

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის

2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

 ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 17 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 165 628 404 (ას სამოცდახუთი მილიონ ექვსას ოცდარვა ათას ოთხას ოთხი) ლარი, მათ შორის:“;

ბ) პირველი პუნქტის 1.22 და 1.45 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.22. მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 029 047 (ორი მილიონ ოცდაცხრა ათას ორმოცდაშვიდი) ლარისა, №22 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

 „1.45. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 5 918 793 (ხუთი მილიონ ცხრაას თვრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაცამეტი) ლარისა, №45 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

გ) დანართი №22 და დანართი №45 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ - მინისტრი                                  გიორგი კვირიკაშვილი

📎 დანართები (1)
1717.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗