„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№450
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016818
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/04/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №450

2014 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორ -ციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არა უმეტეს      42 671 312 (ორმოცდაორი მილიონ ექვსას სამოცდათერთმეტი ათას სამას თორმეტი) ლარი, მათ შორის:“;  

  ბ) პირველი პუნქტის 1.15, 1.16, 1.45 და 1.46 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

    „1.15 ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 793 963 (შვიდას ოთხმოცდაცამეტი ათას ცხრაას სამოცდასამი) ლარი დანართი №15-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

    1.16 თერჯოლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 663 514 (ერთი მილიონ ექვსას სამოცდასამი ათას ხუთას თოთხმეტი) ლარი დანართი №16-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

    „1.45 ხობის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 90 752 (ოთხმოცდაათი ათას შვიდას ორმოცდათორმეტი) ლარი დანართი №45-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

    1.46 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 472 436 (ორი მილიონ ოთხას სამოცდათორმეტი ათას ოთხას ოცდათექვსმეტი) ლარი დანართი №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

გ) №15; №16; №39; №45 და №46 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით .

 

პრემიერ - მინისტრი                        ირაკლი ღარიბაშვილი

📎 დანართები (1)
450.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗