„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2607
2015 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ . სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 20 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არა უმეტეს 174 404 122 (ას სამოცდათოთხმეტი მილიონ ოთხას ოთხი ათას ას ოცდაორი) ლარი, მათ შორის:“;
ბ) პირველი პუნქტის 1.5 და 1.62 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.5 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს − არა უმეტეს 1 330 169 (ერთი მილიონ სამას ოცდაათი ათას ას სამოცდაცხრა) ლარი, დანართი №5-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.62 ბოლნისის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 545 177 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდახუთი ათას ას სამოცდაჩვიდმეტი) ლარი დანართი №62-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
გ) №5; №20; №40; №53; და №62 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი