„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №569
2013 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 72 458 405 (სამოცდათორმეტი მილიონ ოთხას ორმოცდათვრამეტი ათას ოთხას ხუთი) ლარი, მათ შორის:“;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.10, 1.12, 1.20, 1.26, 1.27, 1.29, 1.36, 1.39 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.10 მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 977 920 (ერთი მილიონ ცხრაას სამოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას ოცი) ლარი დანართი №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.12 ბორჯომის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 025 880 (სამი მილიონ ოცდახუთი ათას რვაას ოთხმოცი) ლარი დანართი №12-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.20 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 931 270 (ერთი მილიონ ცხრაას ოცდათერთმეტი ათას ორას სამოცდაათი) ლარი დანართი №N20-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.26 აბაშის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 214 130 (ორი მილიონ ორას თოთხმეტი ათას ას ოცდაათი) ლარი დანართი №26-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.27 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 151 530 (ერთი მილიონ ას ორმოცდათერთმეტი ათას ხუთას ოცდაათი) ლარი დანართი №27-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.29 სენაკის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 919 400 (ცხრაას ცხრამეტი ათას ოთხასი) ლარი დანართი №29-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.36 ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 919 100 (ცხრაას ცხრამეტი ათას ასი) ლარი დანართი №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.39 ბაღდათის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 192 400 (ორი მილიონ ას ოთხმოცდათორმეტი ათას ოთხასი) ლარი დანართი №39-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
გ) განკარგულების № 10, № 12, № 20, № 26, № 27, № 29, № 36, № 39, დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი