„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№434
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 17/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №434

2013 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად , „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის   გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) განკარგულების პირველი  პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის  სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 41 816 025 (ორმოცდაერთი მილიონ რვაას თექვსმეტი ათას ოცდახუთი) ლარი, მათ შორის:“;

ბ)  განკარგულების პირველი  პუნქტის 1.1, 1.10, 1 .25. 1.32, 1.42, 1.45, 1 .46 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.1 ახმეტის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 849 200 (რვაას ორმოცდა–ცხრა ათას ორასი) ლარი დანართი №1-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.10 მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 226 050 (ორას ოცდაექვსი ათას ორმოცდაათი) ლარი დანართი №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.25 თვითმმართველ ქალაქ ფოთს არაუმეტეს 4 470 100 (ოთხი მილიონ ოთხას სამოცდაათი ათას ასი) ლარი დანართი №25-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.32 ხობის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 248 750 (ერთი მილიონ ორას ორმოცდარვა ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი დანართი №32-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.42 თერჯოლის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 406 46 5 (ორი მილიონ ოთხას ექვსი ათას ოთხას სამოცდახუთი) ლარი დანართი №42-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.45 წყალტუბოს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 210 000 (ორას ათი ათასი) ლარი დანართი №45-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.46 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 592 800 (ხუთას ოთხმოცდათორმეტი ათას რვაასი) ლარი დანართი №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;

გ) განკარგულების   1, 10, 25, 32, 42, 45, 46 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 პრემიერ-მინისტრი                                                                                    ბ . ივანიშვილი

 

შენიშვნა: დანართები არ ქვეყნდება.