„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№799
2013 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 144 727 685 (ას ორმოცდაოთხი მილიონ შვიდას ოცდაშვიდი ათას ექვსას ოთხმოცდახუთი) ლარი, მათ შორის:“;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.14, 1.24, 1.25, 1.28, 1.30, 1.34, 1.36, 1.38, 1.40, 1.41, 1.43, 1.44, 1.46, 1.52 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.14 ასპინძის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 397 280 (ერთი მილიონ სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას ორას ოთხმოცი) ლარი დანართი №14-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.24 ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 130 650 (სამი მილიონ ას ოცდაათი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი დანართი №24-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.25 თვითმმართველ ქალაქ ფოთს არაუმეტეს 8 002 400 (რვა მილიონ ორი ათას ოთხასი) ლარი დანართი №25-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.28 მარტვილის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 333 160 (ორი მილიონ სამას ოცდაცამეტი ათას ას სამოცი) ლარი დანართი №28-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.30 მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 657 230 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ორას ოცდაათი) ლარი დანართი №30-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.34 ამბროლაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 504 450 (ორი მილიონ ხუთას ოთხი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი დანართი №34-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.36 ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 357 915 (ორი მილიონ სამას ორმოცდაჩვიდმეტი ათას ცხრაას თხუთმეტი) ლარი დანართი №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.38 თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს არაუმეტეს 13 899 300 (ცამეტი მილიონ რვაას ოთხმოცდაცხრამეტი ათას სამასი) ლარი დანართი №38-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.40 ჭიათურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 682 145 (სამი მილიონ ექვსას ოთხმოცდაორი ათას ას ორმოცდახუთი) ლარი დანართი №40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.41 სამტრედიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 804 610 (სამი მილიონ რვაას ოთხი ათას ექვსას ათი) ლარი დანართი №41-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.43 ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 535 530 (ორი მილიონ ხუთას ოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოცდაათი) ლარი დანართი №43-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.44 ვანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 173 070 (ორი მილიონ ას სამოცდაცამეტი ათას სამოცდაათი) ლარი დანართი №44-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.46 ხარაგაულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 760 650 (ორი მილიონ შვიდას სამოცი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი დანართი №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.52 დუშეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 623 340 (სამი მილიონ ექვსას ოცდასამი ათას სამას ორმოცი) ლარი დანართი №52-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
გ) განკარგულების №14, №24, №25, №28, №30, №34, №36, №38, №40, №41, №43, №44, №45, №46, №52 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ - მინისტრი ბ . ივანიშვილი
დანართები არ ქვეყნდება