„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №562
2013 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის № 311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 62 155 025 (სამოცდაორი მილიონ ას ორმოცდათხუთმეტი ათას ოცდახუთი) ლარი, მათ შორის:“;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.1, 1.3, 1.10, 1.24, 1.27, 1.30, 1.43, 1.44 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.1 ახმეტის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 958 350 (ორი მილიონ ცხრაას ორმოცდათვრამეტი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი დანართი №1-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.3 გურჯაანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 521 000 (სამი მილიონ ხუთას ოცდაერთი ათასი) ლარი დანართი №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.10 მცხეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 640 700 (ერთი მილიონ ექვსას ორმოცი ათას შვიდასი) ლარი დანართი №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.24 ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 537 150 (ორი მილიონ ხუთას ოცდაჩვიდმეტი ათას ას ორმოცდაათი) ლარი დანართი №24-ით გათვალის წინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.27 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 389 700 (სამას ოთხმოცდაცხრა ათას შვიდასი) ლარი დანართი №27-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.30 მესტიის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 661 200 (ერთი მილიონ ექვსას სამოცდაერთი ათას ორასი) ლარი დანართი №N30-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.43 ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 989 400 (ცხრაას ოთხმოცდაცხრა ათას ოთხასი) ლარი დანართი №43-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“
„1.44 ვანის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 306 850 (სამას ექვსი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი დანართი №44-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“;
გ) განკარგულების №1, №3, №10, №24, №27, №30, №43, №44 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი








