„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№546
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 31/05/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №546

2013  წლის  31  მაისი 

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექ­ტე­ბის ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები­სათვის თა­­ნ­ხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპ­რი­­­ლის №311 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დად­გე­ნი­ლების საფუ­ძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალის­წინე­ბუ­ლი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროე­ქ­­­ტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამო­უყოს არაუმეტეს 50 756 625 (ორმოცდაათი მილიონ შვიდას ორმოცდათექვსმეტი ათას ექვსას ოცდახუთი) ლარი, მათ შორის:“;

    ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.2, 1.36, 1.37, 1.43 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.2 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 307 050 (ორი მი­­ლ­ი­ონ სამას შვიდი ათას ორმოცდაათი) ლარი დანართი №2-ით გათვა­ლი­­­სწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.36 ლენტეხის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 617 200 (ექვსას ჩვიდმეტი ათას ორასი) ლარი დანართი №36-ით გათვალისწინებული ღონისძიე­ბე­ბის დასაფინანსებლად;“

„1.37 ცაგერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 892 950 (ერთი მილიონ რვა­­ას ოთხმოცდათორმეტი ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარი დანართი №37-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“

„1.43 ტყიბულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 519 050 (ხუთას ცხრამეტი ათას ორმოცდაათი) ლარი დანართი №43-ით გათვალისწინებული ღონი­ს­ძი­­ებების დასაფინანსებლად;“;

    გ) განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს 1.56, 1.57 ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1.56 საჩხერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 67 000 (სამოცდაშვიდი ათა­სი) ლარი დანართი N56-ით გათვალისწინებული ღონისძიებების და­სა­­ფინანსებლად;“

 „1.57 ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 3 826 350 (სამი მილი­ონ რვაას ოცდაექვსი ათას სამას ორმოცდაათი) ლარი დანართი №57-ით გათ­­ვა­ლისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

2. განკარგულების №2, №36, №37, №43 დანართები ჩამოყალიბდეს თან­დართული რედაქციით.

3. განკარგულებას დაემატოს №56, №57 დანართები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

პრემიერ-მინისტრი                       ბიძინა ივანიშვილი