„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1400
2017 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 3 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 161 655 048 (ას სამოცდაერთი მილიონ ექვსას ორმოცდათხუთმეტი ათას ორმოცდარვა) ლარი, მათ შორის:“.
2. განკარგულების პირველი პუნქტის 1.6; 1.45; 1.56; 1.63 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.6 საჩხერის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 3 910 124 (სამი მილიონ ცხრაას ათი ათას ას ოცდაოთხი) ლარისა, დანართი №6-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;
„1.45 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 3 259 881 (სამი მილიონ ორას ორმოცდაცხრამეტი ათას რვაას ოთხმოცდაერთი) ლარისა, დანართი №45-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;
„1.56 წალკის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 1 411 159 (ერთი მილიონ ოთხას თერთმეტი ათას ას ორმოცდაცხრამეტი) ლარისა, დანართი №56-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;
„1.63 ლენტეხის მუნიციპალიტეტს – არაუმეტეს 945 763 (ცხრაას ორმოცდახუთი ათას შვიდას სამოცდასამი) ლარისა, დანართი №63-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
3. განკარგულების დანართები: №6; №45; №56; №63 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი