„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №295
2016 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 10 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 174 021 510 (ას სამოცდათოთხმეტი მილიონ ოცდაერთი ათას ხუთას ათი) ლარი, მათ შორის:“;
ბ) განკარგულების პირველი პუნქტის 1.15, 1.27, 1.34, 1.37, 1.40, 1.45 და 1.59 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.15. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 441 371 (ორი მილიონ ოთხას ორმოცდაერთი ათას სამას სამოცდათერთმეტი) ლარი №15 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.27. მარნეულის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 560 439 (სამი მილიონ ხუთას სამოცი ათას ოთხას ოცდაცხრამეტი) ლარი №27 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.34. თიანეთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 134 357 (ორი მილიონ ას ოცდათოთხმეტი ათას სამას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი №34 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.37. ცაგერის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 514 300 (ერთი მილიონ ხუთას თოთხმეტი ათას სამასი) ლარი №37 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.40. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 4 027 934 (ოთხი მილიონ ოცდაშვიდი ათას ცხრაას ოცდათოთხმეტი) ლარი №40 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.45. მესტიის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 010 276 (ერთი მილიონ ათი ათას ორას სამოცდათექვსმეტი) ლარი №45 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
„1.59. ხაშურის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 220 640 (სამი მილიონ ორას ოცი ათას ექვსას ორმოცი) ლარი №59 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;
გ) განკარგულების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.62, 1.63 და 1.64 ქვეპუნქტები:
„1.62. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 1 614 999 (ერთი მილიონ ექვსას თოთხმეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი №62 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.63. გარდაბნის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 899 880 (სამი მილიონ რვაას ოთხმოცდაცხრამეტი ათას რვაას ოთხმოცი) ლარი №63 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
1.64. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 043 601 (სამი მილიონ ორმოცდასამი ათას ექვსას ერთი) ლარი №64 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;
დ) განკარგულების დანართები: №9, №15, №27, №30, №34, №37, №40, №45 და №59 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ე) განკარგულებას დაემატოს №62, №63 და №64 დანართები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი