„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №733
2017 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №480 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. განკარგულების პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 31 მარტს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 157 100 462 (ას ორმოცდაჩვიდმეტი მილიონ ასი ათას ოთხას სამოცდაორი) ლარი, მათ შორის:“.
2. განკარგულების პირველი პუნქტის 1.6; 1.10; 1.29; 1.36; 1.45; 1.56 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.6. საჩხერის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 3 598 456 (სამი მილიონ ხუთას ოთხმოცდათვრამეტი ათას ოთხას ორმოცდათექვსმეტი) ლარისა, დანართი №6-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.10. ხონის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 381 477 (ორი მილიონ სამას ოთხმოცდაერთი ათას ოთხას სამოცდაჩვიდმეტი) ლარისა, დანართი №10-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.29. ხაშურის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 3 130 359 (სამი მილიონ ას ოცდაათი ათას სამას ორმოცდაცხრამეტი) ლარისა, დანართი №29-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.36. ახმეტის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 2 209 785 (ორი მილიონ ორას ცხრა ათას შვიდას ოთხმოცდახუთი) ლარისა, დანართი №36-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.45. ზუგდიდის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 3 959 688 (სამი მილიონ ცხრაას ორმოცდაცხრამეტი ათას ექვსას ოთხმოცდარვა) ლარისა, დანართი №45-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;
1.56. წალკის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 596 357 (ერთი მილიონ ხუთას ოთხმოცდათექვსმეტი ათას სამას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარისა, დანართი №56-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.
3. განკარგულების პირველი პუნქტის 1.61 პუნქტის შემდეგ დაემატოს 1.62 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„1.62 ბოლნისის მუნიციპალიტეტს − არაუმეტეს 1 365 000 (ერთი მილიონ სამას სამოცდახუთი ათასი) ლარისა, დანართი №62-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.
4. განკარგულების დანართები: №6; №10; №29; №36; №45; №56 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
5. განკარგულებას დაემატოს №62 დანართი თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი