„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№190
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016618
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №190

2014 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არა უმეტეს 38 061 848 (ოცდათვრამეტი მილიონ სამოცდაერთი ათას რვაას ორმოცდარვა) ლარი, მათ შორის:“;

ბ) პირველი პუნქტის 1.1, 1.3, 1.15, 1.16, 1.22, 1.23, 1.29, 1.31, 1.40, 1.42, 1.44, 1.46, 1.56 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1.1 ახმეტის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 605 680 (ექვსას ხუთი ათას ექვსას ოთხმოცი) ლარი დანართი №1-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

 „1.3 გურჯაანის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 98 545 (ოთხმოცდათვრამეტი ათას ხუთას ორმოცდახუთი) ლარი დანართი №3-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

 „1.15 ზესტაფონის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 52 650 (ორმოცდათორმეტი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარი დანართი №15-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.16 თერჯოლის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 164 179 (ერთი მილიონ ას სამოცდაოთხი ათას ას სამოცდაცხრამეტი) ლარი დანართი №16-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

 „1.22 თიანეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 378 800 (სამას სამოცდათვრამეტი ათას რვაასი) ლარი დანართი №22-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;

1.23 მცხეთის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 782 980 (ერთი მილიონ შვიდას ოთხმოცდაორი ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარი დანართი №23-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

 „1.29 ადიგენის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 36 270 (ოცდათექვსმეტი ათას ორას სამოცდაათი) ლარი დანართი №29-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

 „1.31 თვითმმართველ ქალაქ რუსთავს არა უმეტეს 6 858 450 (ექვსი მილიონ რვაას ორმოცდათვრამეტი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარი დანართი №31-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

 „1.40 თვითმმართველ ქალაქ ფოთს არა უმეტეს 853 271 (რვაას ორმოცდაცამეტი ათას ორას სამოცდათერთმეტი) ლარი დანართი №40-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

 „1.42 სენაკის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 112 740 (ას თორმეტი ათას შვიდას ორმოცი) ლარი დანართი №42-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

 „1.44 წალენჯიხის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 311 500 (სამას თერთმეტი ათას ხუთასი) ლარი დანართი №44-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

 „1.46 ზუგდიდის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 2 103 480 (ორი მილიონ ას სამი ათას ოთხას ოთხმოცი) ლარი დანართი №46-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად;“.

 „1.56 მარნეულის მუნიციპალიტეტს არა უმეტეს 1 819 800 (ერთი მილიონ რვაას ცხრამეტი ათას რვაასი) ლარი დანართი №56-ით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

გ) განკარგულების დანართები №1, №3, №15, №16, №22, №23, №29, №30, №31, №40, №42, №44, №46, №55, №56 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი  ი . ღარიბაშვილი

📎 დანართები (1)
190.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗